Saturday, May 14, 2016

პროექტიიი

1)   ჩვენს საქართველოს და ჩვენს ლამაზ ენას მინდა ყველაიცნობდეს
2)   ეროვნულ უმცირესობები გაეცნონ ჩვენს კულტურას,ჩვენს მწერლებს, მიიღონ წარმოდგენა საქართველოს შესახებ.
3)   ეს პროექტი აქტუალურია ის ხელს შეუწყობს საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობის ღირებულებების შესახებ ცოდნის მიღებას,მოსწავლეებიგაეცნობიან ერთმანეთ და გაუზიარებენ შეხედულებებსა და აზრს,ერთად გადაწყვეტენ,ერთობლივ მოსაგვარებელ პრობლემებს.
4)   საქართველოში მცხოვრები ეროვნული  უცირესობასთან ქართველი ბავშვებისმეგობრობა
5)   9–10–11 კლასისმოსწავლეები
6)   3–თვე
7)   ეროვნული უმცირესობა გაეცნობა   ქართველ ბავშვებს , გაეცნობა ჩვენს კულტურას.
8)   ტელეფონები, ტრანსპორტი,წიგნები,ფოტო და ვიდეო მასალა.
9)   ა)ბავშვები ჯერ ტელეფონით გაეცნობიან ერთმანეთს
ბ)სტუმრობა ჩვენს სკოლაში
გ)ექსკურსია ქალაქის ღირსშესანიშნაობის დასათვალიერებლად
დ)ქართველი მოსწავლეების სტუმრობა მარნეულში და დასკვნითი კონცერტის ჩატარება

10)                      სამოქალაქო განათლება, ისტორია, გეოგრაფია.
11)                      მასწავლებელი ლ.შველიძე

12)             ხელმძღვანელის  ელ.ფოსტ         belagotsiridze7@gmail.com

Wednesday, May 11, 2016

სახელმძღვანელო


ორგანიზაცია „მოქალაქე" იწყებს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას საქართველოს სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებისათვის.

ოლიმპიადა მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებისა და ახალგაზრდების დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას. პროექტით განსაზღვრულია ნიჭიერი, მაღალი მოქალაქეობრივი კომპეტენციისა და სოციალურად აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერა, ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების აღზრდის ხელშეწყობა.

ვიმედოვნებთ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლებაში სასწავლო პროცესის სტიმულირებასა და სამოქალაქო განათლებისადმი   მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას, მათ მოტივირებას.

ოლიმპიადის ფარგლებში შეფასდება სამოქალაქო განათლების, სამოქალაქო კომპეტენციის სამი ასპექტი:

  • შემეცნებითი (დემოკრატიის არსისა და ადამიანის უფლებების ცოდნა - რას წარმოადგენს ადამიანის უფლებები და ის პირობები, რომლებზეც ამ უფლებების დაცვაა დამოკიდებული);
  • მონაწილეობითი (დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის მზაობა, ანუ იმის ცოდნა, თუ როგორ დაიცვან ბავშვებმა საკუთარი უფლებები; მაგალითად, სკოლაში, როგორც მიკროსაზოგადოებაში, მოსწავლეთა თავისუფლებისა და თანასწორობის დაცვა და სხვ.);
  • კულტურული (მრავალფეროვნებისა და პლურალიზმის პატივისცემა, პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებისა და საზოგადოების წინაშე).

ოლიმპიადის ჩაატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

შერჩევის კრიტერიუმები და ეტაპები:

სამოქალაქო განათლების სწავლების ხელშეწყობა